ახალი ამბები
ქუთაისის საჯარო სკოლაში, სადაც ჭერი სამჯერ ჩამოინგრა, აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
FaceBook
ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში, სადაც რამდენიმე დღის წინ ჭერი მესამედ  ჩამოინგრა, აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
სკოლის დირექტორის, მურად ჯიშკარიანის თქმით, შენობის მეორე სართულზე სრულად მოხდება დაზიანებული ჭერის ჩამოღება. ჯამში საუბარია 2400 კვ.მ თაბაშირ–მუყაოს ფილაზე.

"გარანტიას გვაძლევენ, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდება", – ამბობს მურად ჯიშკარიანი.

სკოლის დირექტორი,  2016 წელს შენობაში ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს ხარვეზების დაშვებას გამორიცხავს  და ამბობს, რომ სამივე შემთხვევაში ჭერის  ჩამონგრევის მიზეზი ქარი იყო.

"არავითარი ხარვეზი არ ყოფილა. ქარის გამო მოხდა ეს. პოლიციაც  იყო გამოძახებული, ექსპერტებმა შეამოწმეს ყველაფერი. რამე მიზეზი რომ ყოფილიყო, ამ საქმეს ასე არავინ დატოვებდა", – ამბობს მურად ჯიშკარიანი.

მისი თქმით, აღდგენითი სამუშაოები რამდენიმე დღე გაგრძელდება და ამ დროის განმავლობაში სასწავლო პროცესი არ შეფერხდება.

ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში ჭერი 2 ნოემბერს ჩამოიშალა. შენობაში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ ეს მესამე შემთხვევაა.




Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #მეორე სკოლა
მსგავსი სიახლეები
„სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების ანგარიშვალდებულების
ნაკლოვანებები - 2021 წლიდან რეგიონების განვითარების სტრატეგია აღარ
განახლებულა, რაც უარყოფით გავლენას ახდენს რეგიონების პოტენციალის
სრულად ათვისებასა და არსებული გამოწვევების გადაჭრაზე“, - აღნიშნულია
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში.
10:57 / 15.04.2025
„სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების ანგარიშვალდებულების ნაკლოვანებები - 2021 წლიდან რეგიონების განვითარების სტრატეგია აღარ განახლებულა, რაც უარყოფით გავლენას ახდენს რეგიონების პოტენციალის სრულად ათვისებასა და არსებული გამოწვევების გადაჭრაზე“, - აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია,
13:09 / 14.04.2025
ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, "ქართული ოცნების" პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მივიდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.