ახალი ამბები
რა ღირებულების ქონება გაასხვისა ქუთაისის მერიამ ათ თვეში
FaceBook
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა აუქციონზე გასასხვისებლად 12 ობიექტს ამზადებს.

მერიამ ამის შესახებ გადაწყვეტილება  31 ოქტომბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მიიღო. 

მიმდინარე წლის იანვრიდან ამ დრომდე 47 ობიექტია გასხვისებული, აქედან  36 მიწის ნაკვეთია, ხოლო დანარჩენი შენობა-ნაგებობაა. ქალაქის საკუთრებაში არსებული  ქონების გასხვისებიდან მიღებულმა თანხამ 3 250 ათასი ლარი შეადგინა.

მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსის გიორგი გიორგობიანის განმარტებით, ქონების პრივატიზების მიმდინარე წლის გეგმა  სამ მილიონ ნახევარს შეადგენს. გიორგობიანი თვლის, რომ  წლის ბოლომდე შესაძლოა გეგმას გადააჭარბონ. 

მერია ბიუჯეტის შევსების მიზნით  მიწის ნაკვეთეს განვადებითაც ასხვიხსებს. 

ეკონომიკის სამსახურში განმარტავენ, რომ მიწის ნაკვეთების ამ ფორმით გასხვისება მხოლოდ სასტუმროების მშენებლობის მიზნით ხდება.

ქუთაისის მერიამ განვადებით უკვე გაყიდა ნიკეას ქუჩაზე არსებული სამხედრო დასახლების მიმდებარე ტერიტორიის 3107 კვ მ მიწის ნაკვეთი, სადაც 25 ადგილიანი სასტუმრო აშენდება. ასევე, დაგეგმილია ავტომანქანების გაქირავების სერვისის შექმნაც.

ნიკეას ქუჩაზე განავდებით მიწის ნაკვეთი სასტუმროების ქსელმა შეიძინა. განვადებით მიღებულმა თანხამ 99 424 ლარი უნდა შეადგინოს. მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში ორგანიზაცია აღნიშნულ თანხას სამ გადახდაში დაფარვს.  



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.