ჭიათურაში ადმინისტრაციული და სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა
სამსახურის უფროების შემდეგ, პოსტი კიდევ
ორმა თანამშრომელმა დატოვა.
სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება იურიდიული განყოფილების
უფროსმა, დავით სალაძემ და მერის მრჩეველმა, ნოდარ ჩაჩანიძემ
დაწერეს.
გავრცელებულ ინფორმაციას პოსტის დატოვების შეასხებ არ ადასტურებს
მერის პირველი მოადგილე, გივი მოდებაძე, რომელიც პაატა ნადირაძის
გადადგომის შემდეგ მერის მოვალეობას ასრულებს.
როგორც გივი მოდებაძე ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, მერიაში
სამუშაო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.
"არჩევნებამდე არსად არ მივდივარ, ვასრულებ მერის მოვალეობას. რაც
შეეხება თანამშრომლების წასვლას, პროცესი რომ არ შეფერხდეს,
დავნიშნავთ მოვალეობის შემსრულებლებს და შემდეგ გამოვაცხდებთ
კონკურსს", - ამბობს გივი მოდებაძე.
ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ პოსტი 27 სექტემებრს
დატოვა.
პოსტის დატოვებამდე ორი თვით ადრე, რესტორან "შუა გზაში" მასსა და
რესტორნის რამდენიმე სტუმარს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა,
რაშიც პაატა ნადირაძე ჭიათურის პოლიციის უფროსს, ლაშა ჩხიტუნიძეს
ადანაშაულებდა და ამბობდა, რომ ჩხიტუნიძემ მას ჭიათურის
მაჟორიტარის, სულხან მახათაძის დავალებით პროვოკაცია
მოუწყო.
ამავე თემაზე:
მერის შემდეგ, ჭიათურის მერიაში პოსტებს სამსახურის
უფროსები ტოვებენ
ჭიათურის ყოფილი მერის პირველი განმარტება პოსტის დატოვების
შესახებ
ჭიათურის მერმა თანამდებობა დატოვა
კადრები ჭიათურის რესტორნიდან, სადაც ჩხუბში მონაწილე მერი ძალადობაში
ბრალდებულია
რესტორანში
მომღერალი ჭიათურის მერი - ჩხუბი თუ დადგმული სცენა - რა ჩანს
ვიდეოკადრებში
ჩხუბი
რესტორანში - ჭიათურის მერი პოლიციის უფროსს პროვოკაციაში
ადანაშაულებს
"ნასვამი პოლიციელები
მოქალაქეებთან შედიან არასწორ კომუნიკაციაში" - ჭიათურაში ხელმოწერებს
აგროვებენ
მასალის გამოყენების პირობები