სამხარაულის ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსის,
ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის,
გური მენაბდიშვილის ინფორმაციით, საქართველოშიც დაიწყეს ოპიუმის
მოყვანა და ბაზარზე უკვე გამოჩნდა ქართული ჰეროინი.
"ჩემი ინფორმაციით, საქართველოშიც დაიწყეს ოპიუმის მოყვანა და ბაზარზე
უკვე გამოჩნდა ქართული ჰეროინი. ის კუსტარულად მზადდება და
შეუძლებელია სუფთა იყოს. მისი მოხმარებით გამოწვეულ ჯანმრთელობის
პრობლემებს კიდევ უფრო ამწვავებს ის ფსიქოტროპული ნივთიერებები,
რომლებითაც აბევრებენ", - განაცხადა მენაბდიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში ოპიუმისთვის ხელსაყრელი ტერიტორია
არსებობს, თუმცა დიდი პლანტაციების გაშენება შეუძლებელია, რადგან
წარმოუდგენელია, ეს სამართალდამცველებმა ვერ შეამჩნიონ.
"ოპიუმი მაღალმთაგორიან ტერიტორიაზე იზრდება. მას სიცხე უყვარს.
საქართველოში ამ მცენარისთვის რამდენიმე ხელსაყრელი ტერიტორია
არსებობს, თუმცა დიდი პლანტაციების გაშენება შეუძლებელია, რადგან
წარმოუდგენელია, ეს სამართალდამცველებმა ვერ შეამჩნიონ. ვერ
დავადასტურებ, რომ საქართველოში არის ოპიუმის პლანტაციები, მაგრამ
დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს რეგიონებში უკვე
აწარმოებენ კანაბისს და მას ახალგაზრდები მოიხმარენ. მაქვს
ინფორმაცია, რომ არა მარტო მამაკაცები, ქალებიც არიან აქტიური
მომხმარებლები და როცა მშობლები საყვედურობენ, პირდაპირ ეუბნებიან,
ჩვენგან რა გინდათ, სახელმწიფოში დაშვებულია, რატომ გვიკრძალავთო.
საგანგაშო მდგომარეობაა პერიფერიებში, სადაც მასობრივად მოიხმარენ
კანაბისს", - აღნიშნა მენაბდიშვილმა.
ipn.ge
მასალის გამოყენების პირობები