ჭიათურაში, რესტორანში მომხდარ დაპირისპირებაში, ძალადობაში
ბრალდებულის მხარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ინა
არსანიძე მიმდინარე წლის 2 აგვისტოს თანამდებობას დატოვებს.
ამის თაობაზე, მან "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განაცხადა.
"2 აგვისტოს დავტოვებ თანამდებობას, მანდატს და "ქართულ ოცნებას",
იქამდე კი აუცილებლად შევხვდები ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც დიდ
პატივს ვცემ. მას პირადად ავუხსნი ჭიათურაში მომხდარ ინციდენტს, ასევე
ვაჩვენებ იმ ვიდეო- მასალას, სადაც ყველაფერი გარკვევით ჩანს, რომ
ადგილი აქვს მიზანმიმართულ პროვოკაციას," - ამბობს ინა ასანიძე,
რომელიც იგივე ვიდეო-კადრების წარდგენას სასამართლოსთვის
აპირებს.
მისივე ინფორმაციით, თანამდებობის დატოვების მოთხოვნით
განცხადება დღეს შეიტანა ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.
"2 აგვისტომდე შვებულებით ვსარგებლობ. შვებულების დასრულებისთანავე
ჩემივე განცხადების საფუძველზე, დავტოვებ თანამდებობას," - ამბობს ინა
ასანიძე.
ინა ასანიძის მიერ თანამდებობის დატოვების თაობაზე მიღებული
გადაწყვეტილება ჭიათურის რესტორანში 13 ივლისს მომხდარ ინციდენტს
უკავშირდება. მანამდე კი მან ინციდენტის ამსახველი ვიდეო კადრები,
რომელიც ქუთაისიპოსტს მისი თანდასწრებით
ერთი დღის წინ აჩვენა, ახლა მხოლოდ ფოტოს სახით
გაასაჯაროვა.
ქუთაისიპოსტისთვის მის მიერ მოწოდებულ ფოტოზე ჩანს რესტორანში
მომღერალი ჭიათურის მერი პაატა ნადირაძე და მის გვერდით მდგომი მამუკა
მახათაძე, რომელიც ჭიათურის მუნიციპალიტეტის მმართველ პირებს
ძალადობაში ადანაშაულებს.
საქმე ეხება რესტორან "შუა გზაში" მომხდარ დაპირისპირებას, რომლის
შემდეგაც პოლიციაში შევიდა განცხადება, ჭიათურის მერის, პაატა
ნადირაძისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ინა ასანიძის
მხრიდან მოქალაქეების ცემის თაობაზე. შსს -მს ამ ფაქტზე გამოძიება
ძალადობის მუხლით დაიწყო.
ნადირაძე და ასანიძე მომხდარ ფაქტს დადგმულ სპექტალკს უწოდებენ. მათი
მომხრეები კი აცხადებენ, რომ საქმეში პარლამენტარის, ჭიათურის ყოფილი
გამგებლის, სულხან მახათაძის ბიზნეს-ინტერესები
ფიგურირებს. სულხან მახათაძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
რაც შეეხება მამუკა მახათაძეს, რომელიც ინცინდეტში მონაწილე პირი
გახლავთ, ირწმუნება, რომ ფიზიკური დაზიანება, რომელიც ინა ასანიძის
თქმით მას რესტორანში შესვლითანავე აღენიშნებოდა სწორედ ასანიძემ
მიაყენა.
მახათაძე ამბობს, რომ ჩხუბში ინა ასანიძესთან ერთად ქალაქის მერიც
მონაწილეობდა.
მამუკა მახათაზე ქუთაისიპოსტთან ინციდენტის დეტალებს
ყვება.
პაატა ნადირაძის გუნდის წევრები კი აცხადებენ, რომ ჭიათურის ახლანდელი
მერის მმართველობის პირობებში, მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს,
სულხან მახათაძეს ბიზნესში ხელი ეშლება. ამ ფონზე, მომხდარის მთავარ
მოტივად პროვოკაციას ასახელებენ. პროვოკაციის საფუძველად კი ჭიათურის
ახლანდელი მერის დისკრედიტაციას, რომელსაც მახათაძე პოლიციის უფროსის
ხელით ახორციელებს.
დუმილს ირჩევს, პროვოკაციაში დადანაშაულებული პოლიციის უფროსი ლაშა
ჩხიტუნიძეც. მან "ქუთაისიპოსტთან" პირად საუბარში მხოლოდ ის განმარტა,
რომ ყველაფერს გამოძიება დაადგენს.
ჭიათურაში, რესტორან "შუა გზაში" 13 ივლისის ღამეს მომხდარ
ინციდენტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას 259-ე
მუხლით აწარმოებს, რაც ძალადობას გულიხმობს.
საქმის სხვა დეტალებზე "ქუთაისიპოსტის" მიერ დასმულ შეკითხვებზე,
სხვების მსგავსად, შსს უწყებაშიც ჯერჯერობით დუმილს ირჩევენ.
ამავე თემაზე:
რესტორანში
მომღერალი ჭიათურის მერი - ჩხუბი თუ დადგმული სცენა - რა ჩანს
ვიდეოკადრებში
"ნასვამი პოლიციელები მოქალაქეებთან შედიან არასწორ კომუნიკაციაში" -
ჭიათურაში ხელმოწერებს აგროვებენ
შიმშილობის მეცხრე დღე ჭიათურაში - მოთხოვნა პოლიციის ხელმძღვანელობის
გადადგომაა
შიმშილობის მე-9 დღე ჭიათურაში და პასუხი, რომელიც
იგვიანებს
მასალის გამოყენების პირობები