ახალი ამბები
ქუთაისის მერია სასტუმროს მომსახურებაში 10 000 ლარს დახარჯავს
FaceBook
ქუთაისის მერიამ სასტუმროს მომსახურებისთვის 10 000 ლარად შეფასებული ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა, ქუთაისის მერიის მიერ მოწვეული სტუმრების სასტუმრო მომსახურება, ხელშეკრულების დადებიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად უნდა უზრუნველყოს.

ამასთანავე, სასტუმრო ქალაქის I და II ზონაში უნდა მდებარეობდეს, შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს, ჰქონდეს 24 საათიანი მომსახურება ნომრებში და რესტორნის ტიპის სასადილო ოთახი.

თითოეული ოთახი აღჭურვილი იყოს კონდენციონერით (ან გათბობა-გაგრილების სისტემით), ტელევიზორით, უფასო WI – FI-ით.

„მიმწოდებელი“ ვალდებულია უზრუნველყოს სასტუმროში კვება (საუზმე), ამასთან მისაწოდებელი კვების პროდუქტები თავისი საგემოვნო თვისებებით უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის სტანდარტებს და იყოს საკვებად ვარგისი, ჯანმრთელობისთვის უვნებელი, რაზეც მიმწოდებელი პასუხს აგებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით," - აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

სახელმწიფო შესყიდვა (NAT180009980) 2018 წლის 29 ივნისს გამოცხადდა. ტენდერში წინადადებების მიღება 8 ივლისს დაიწყება და ორ დღეში დასრულდება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.