ქუთაისის საბავშვო
ბაღში, სადაც ქვეწარმავლები იპოვეს, სასწავლო
პროცესი ერთი თვით შეწყდა.
ამის შესახებ ქუთაისიპოსტს ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების
ხელმძღვანელი ესაუბრა. დავით წიტაიშვილის თქმით, ის
ბაღის აღსაზრდელების მშობლებს შეხვდა და გადაწყვეტილება
ერთობლივად მიიღეს.
"ყველა ასაკობრივი ჯგუფის მშობელს შეხვდი. მართალია, ბაღში
შეწამვლითი სამუშაოები დასრულებულია. თუმცა თავის დაზღვევის მიზნით,
შენობაში დიდი ხნის წინ კედელზე გაკეთებულ პლასტიკატებს ვხსნით, რომ
რაიმე კერა არ იყოს და საფრთხე მინიმუმამდე იქნას დაყვანილი," -
ამბობს წიტაიშვილი.
მისივე თქმით, ის ბავშვები კი რომლის მშობლებიც ისურვებენ სწავლა
გააგრძელონ, ქუთაისის სხვადასხვა ბაღებში გადანაწილდებიან.
ქუთაისის მე-17-ე ბაგა-ბაღში სწავლა მიმდებარე ტერიტორიაზე
ქვეწარმავლების გამო 23 მაისს შეწყდა. ტერიტორიაზე
ქვეწარმავლების გამოჩენას მდინარე ოღასკურაზე მიმდინარე გაწმენდით
სამუშაოებს უკავშირებდნენ.
ამავე
თემაზე:
ქუთაისის საბავშვო ბაღში, სადაც ქვეწარმავლები
იპოვეს, სასწავლო პროცესი შეწყდა
მასალის გამოყენების პირობები