ახალი ამბები
ქუთაისის მერიის შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებულ ოთახებს, რეაბილიტაცია ჩაუტარდება
FaceBook
ქუთაისის მერიის სახანძრო სამსახურის შენობაში, მიმდინარე წლის 9 მარტს გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებულ ოთახებს, რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
სამუშაოები მეორე, მესამე და მეოთხე სართულებზე ჩატარდება.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, აღდგენას საჭიროებს სამხედრო კომისარიატის ოთახი და მისაღები, ასევე, შენობის მეორე სართულზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანება და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ორი ოთახი.

სამუშაოებისთვის სულ 17 500 ლარი დაიხარჯება.

ქუთაისის მერიის შენობაში, სადაც რამდენიმე სტრუქტურაა განთავსებული, ხანძარი 9 მარტს, დილის საათებში გაჩნდა.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ელექტრო სადენებს გაუჩნდა.

ხანძრის შედეგად დაიწვა და განადგურდა ტექნიკა და დოკუმენტები.

ქუთაისის მერიაში მაშინ ამბობდნენ, რომ ზარალი 15 000 ლარს აღწევდა. 

ამავე თემაზე:

ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურის შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგები (ფოტო)



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.