ყველაზე კარგი კალიგრაფიის მქონე პირები ფულად ჯილდოს
მიიღებენ.
კონკურსი კალიგრაფიაში ქუთაისში (ა)იპ ქუთაისის კულტურულ,
სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების
ორგანიზებით 11 აპრილს, პირველ საჯარო სკოლაში 4 საათზე
ჩატარდება.
როგორც კონკურსის ორგანიზატორები "ქუთაისიპოსტთან" საუბარში
განმარტავენ, საქალაქო კონკურსი ქართული ენის დღეს ეძღვნება, სადაც
მონაწილეობას ქუთაისის IX-XII კლასის მოსწავლეები,
ასევე პედაგოგები მიიღებენ.
"მონაწილეები ადგილზე გაეცნობიან საკონკურსო დავალებებს , რაც ნაბეჭდი
ტექსტის კალიგრაფიულად გადაწერას და მოცემული ტექსტის ასლის გაკეთებას
გულისხმობს, კონკურსში გამოვლინდება პირველი, მეორე და მესამე ადგილის
მფლობელები, რომლებიც ფულად ჯილდოს მიღებენ საკონკურსო
ფონდიდან," - ამბობს (ა)იპ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო,
საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების
ხელმძღვანელის მოადგილე ლადო პატარიძე.
მისივე ინფორმაციით, ფულადი ჯილდო
500 ლარი იქნება. ამ პრიზის მისაღებას კი 150
-მდე მოსწავლე და
30 პედაგოგი ეცდება.
კონკურსის შედეგად I, II და III ადგილზე გასული კონკურსანტები
გამოვლინდებიან ( მასწავლებლები და მოსწავლეები ცალ-ცალკე), რომელთაც
სერთიფიკატები და ფულადი ჯილდო გადაეცემათ.
გამარჯვებული კონკურსანტების დაჯილდოება 14 აპრილს ქართული ენის
დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე დედა ენის ძეგლის წინ
მოხდება.
ღონისძიებაზე კონკურსში მონაწილეთა მიერ შექმნილი საუკეთესო
კალიგრაფიული ნაშრომები გამოიფინება.
მასალის გამოყენების პირობები