ახალი ამბები
ქუთაისში ტაძრის მიმდებარედ ოლიმპიელების მემორიალი დადგეს (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში ვარლამიშვილის ქუჩაზე, ხარების ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ოლიმპიელების მემორიალი დადგეს.

მემორიალის ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა და მოქალაქეების უკმაყოფილება გამოიწვია.

"სასაფლაო მეგონა, ვიდრე კარგად არ დავაკვირდი", "ტურისტებს რებუსი ეგონებათ", - აღნიშნავენ სოციალური ქსელის, ფეისბუქი მომხმარებლები.



როგორც გაირკვა, ოლიმპიური ჩემპიონების მემორიალი, ხარების ეკლესიის მიმდებარედ, გასული წლის აგვისტოში განათავსეს.

იდეის ავტორი კი კერძო პირია, რომელიც ამავე უბნის მცხოვრებია. მან ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა. მისი თქმით, ის სპორტის ქომაგია და მემორიალის განთავსებით დიდი სპორტსმენების სახელების პოპულარიზაცია სურდა.

"გარდა ამისა, მთავარია მომავალმა თაობამ აირჩიოს ჯანსაღი ცხოვრების წესი," - აცხადებს მემორიალის იდეის ავტორი.

თუ რატომ შეარჩია ხარების ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია, ის განმარტავს, რომ ხარების ტაძრის უბანი მშვიდი ადგილია და შესაბამისა, მემორიალიც ვანდალიზმისგან დაცული იქნება.

იდეის ავტორს ოლიმპიელების მემორიალის მიმდებარე ტერიტორიის გალამაზება სურს და ქალაქის ხელმძღვანელობისგან დახმარებას ითხოვს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.