საქართველოში საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მოწერიგებაზე
მუნიციპალიტეტები იზრუნებენ.
საქართველოს ყველა რეგიონში აღნიშნული ცვლილება მიმდინარე წლის
მარტიდან განხორციელდება. რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლების
გარემონტების თუ აშენების საკითხს განათლების და მეცნიერების
სამინისტროს ნაცვლად კონკრეტული მუნიციპალიტეტი განსაზღვრავს.
ცვლილების მიხედვით, მოხდება ტენდერების გამოცხადება, სადაც
მითითებული იქნება თუ რა ტიპის რეაბილიტაცია ან სამუშაოები სჭირდება
საჯარო სკოლას, ხოლო მშენებლობის თანხებს სამინისტრო გამოყოფს.
განათლების და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული
ვარიანტი საბოლოო არ არის და მასში გარკვეულ
ცვლილებები შევა.
მასალის გამოყენების პირობები