პროდუქციის წარმოების პროცესში წარმოქმნილი პრობლემები, საჭიროებები
და ინფორმაციის მიწოდება - ამ საკითხებზე იმერელი მეწარმეებისა
და მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა დღეს
ქუთაისში.
რეგიონალური შეხვედრას 150 -მდე მეწარმე და 20-მდე სექტორის
წარმომადგენელი ესწრებოდა. მიზანი კი ევროპასთან ღრმა და
ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის განხორციელების ჭრილში კერძო და
საჯარო სექტორს შორის დიალოგის რეჟიმის გაძლიერება იყო.
"მეწარმეებს ვაწვდით ინფორმაციას იმ შესაძლებლობებისა და მოთხოვნების
შესახებ, რომელიც ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი სავაჭრო
შეთანხმების ფარგლებში არის შესაძლებელი", - ამბობს სააგენტო "აწარმოე
საქართველოს" დირექტორის მოადგილე, ზვიად ქველიძე.
"აწარმოე საქართველოს"
ფარგლებში ოთხი წლის განმავლობაში იმერეთში 1 094
ბენეფიციარი დაფინანსდა, 1 732 - დატრენინგდა, ხოლო 1 300 - ზე მეტი
ადამიანი დასაქმდა.
მასალის გამოყენების პირობები