კინოთეატრი " საქართველო " 16 თებერვალს სატესტო რეჟიმში გაიხსნება.
ადმინისტრაციამ უკვე შეადგინა კინოაფიშა. კინოთეატრში ნაჩვენები
იქნება ფილმები:
"დაბოლილი ნასოსი" - კომედია
"მძველები" - დრამა
"თავისუფლების ორმოცდაათი ელფერი" - მელოდრამა
"აღმასვლა" - მხატვრული ფილმი
21 თებერვალს კი რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის მხატვრული ფილმის "
ექვთიმე ღვთისკაცი " პრემიერაა დაგეგმილი.
ფილმში ექვთიმე თაყაიშვილის როლს მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი
ასრულებს. პრემიერაზე ფილმს შემოქმედებითი და ტექნიკური ჯგუფი
წარადგენს.
კინოჩვენებები 3D ფორმატში მოხდება.
კინოთეატრის დირექტორის, გიორგი ქათამაძის თქმით, მიუხედავად იმისა,
რომ კინოთეატრი იხსნება, ჯერჯერობით მაინც სატესტო რეჟიმში
იმუშავებენ.
"ჯერ მაინც სატესტო რეჟიმი ქვია. შევხედავთ მერე როგორ იქნება", -
ამბობს გიორგი ქათამაძე.
კინოთეატრ "საქართელოს" 6 კინოდარბაზი აქვს. ამათგან 2 - 130
ადგილიანი, 2 - 67 ადგილიანი და 2 VIP დარბაზი.
ბილეთის ფასი 3ლ - 13ლ - მდე იქნება, რომელიც ადმინისტარციის თქმით,
სეანსის დროსა და ფილმის ფორმატზე იქნება დამოკიდებული.
კინოთეატრ "საქართველოს" გახსნა ჯერ კიდევ
2016 წლის ოქტომბერში იგეგმებოდა. ბოლოს,
ქუთაისში კინოს გახნა ქალაქის ყოფილმა მერმა, შოთა მურღულიამ გასული
წლის სექტემბერში დააანონსა და კინოთეატრში
მედიატურიც მოაწყო.
კინოთეატრ „საქართველოში“ რამდენიმე კინოჩვენება ეტაპობრივად
გაიმართა. თუმცა, სრულყოფილად ამუშავება ვერ შეძლო.
მასალის გამოყენების პირობები