ახალი ამბები
ააიპ „სპეციალური სერვისების“ დოკუმენტაციას პროკურატურა სწავლობს
FaceBook
ქუთაისის მერიის დაქვემდებარებულ ააიპ "სპეციალური სერვისების" მიერ, ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოსაწყობად ჩატარებული სამუშაოების ხარისხის შესახებ მომზადებულ დოკუმენტებს, ქუთაისის რაიონული  პროკურატურა  სწავლობს.
საგამოძიებო უწყებას შესაბამისი დოკუმენტაცია "სპეცსერვისების" ახალმა უფროსმა, ზვიად მანდარიამ გადაუდგზავნა. დოკუმენტებს თან ახლავს მერიის აუდიტის სამსახურის დასკვნა, სადაც შესრულებული სამუშაოების ხარვეზებზეა საუბარი.

ამასთანავე, ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, მოკვლევა ფინანსური მიმართულებითაც მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობს ეჭვი სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხის არამიზნობრივ ხარჯვაზე.

როგორც ირკევვა, "სპეციალურმა სერვისებმა", რომელმაც ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 315 000 ლარი მიიღო, სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა. პრობლემა მას შემდეგ გამოჩნდა, რაც უცხოურმა კომპანიამ (თურქული)  SMK-მ, რომელსაც ქუჩაზე გზა უნდა დაეგო, სამუშაოების შესრულებაზე უარი თქვა, რადგან მიიჩნია, რომ სანიაღვრე სისტემის არამდგრადობის გამო, მისი დაზიანების საფრთხე არსებობდა.

ამის შემდეგ ჩატარებული სამუშაოების ხარისხით ქუთაისის მერიაც დაინტერესდა და ობიექტი ზედამხედველობის სამსახურმა შეამოწმა.

ახლა ქუთაისის მერიაც და ააიპის ხელმძღვანელობაც ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან, რომლის შემდეგაც გაირკვევა კონკრეტულად რა შეცდომების დაშვება მოხდა სამუშაოების დროს.

"როდესაც უნდა დაწყებულიყო გზის სამუშაოები, აღმოჩნდა, რომ ღვარსადენები იმდენად არამდგრადი იყო, რომ მათი დაზიანების ან ჩატეხვის საფრთხე არსებობდა, ამიტომ თურქულმა კომპანიამ უარი თქაა ბეტონის დაგებაზე. კომპეტენტურმა ადამიანებმაც ნახეს და თქვეს, რომ იქ გზის დაგება არ შეიძლება. მე გადავგზავნე ყველა დოკუმენტი პროკურატურაში და ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას, რომლის შემდეგ გახდება ცნობილი რასთან გვაქვს საქმე", - ამბობს ააიპ "სპეციალური სერვისების" ხელმძღვანელი, ზვიად მანდარია.

ქუთაისის მერიაში, სამუშაოების დროს შეცდომების დაშვების გარდა, ფინანსური დარღვევების ალბათობასაც არ გამორიცხავენ. მერის მოადგილის, იუზა უგულავას თქმით, ორგანიზაციაში სამუშაოების შესახებ დოკუმენტაციაც კი არ არსებობდა.

"მივიდა ახალი დირექტორი, ნახა და ჩათვალა, რომ იქ არასწორად იყო რაღაც. ალბათ, ფინანსურადაც არ იყო გამართლებული. დოკუმენტაციაც კი ვერ ინახა, ამიტომ გაიგზავნა ექსპერტიზაზე იმის შესასწავლად, თუ რამდენად მდგრადია სანიაღვრე სისტემა", - ამბობს იუზა უგულავა.

რატომ არ ფორმდებოდა შესაბამისი დოკუმენტები პროექტის მიმდინარეობის დროს და რატომ შესრულდა სამუშაოები ხარვეზებით - ამაზე ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელის პოზიცია უცნობია. ააიპის ყოფილ უფროსს, გელა გაგუას ტელეფონი გამორთული აქვს.

ჯერჯერობთ, ასევე, უცნობია ვინ და რა ფორმით აგებს პასუხს ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე არხის უხარისხოდ მოწყობაზე, რისთვისაც ქალაქმა ასეულობით ათასი ლარი დახარჯა.

ააიპ "სპეციალურმა სერვისებმა" ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრეს მოწყობას დაპირებული 10 დღის ნაცვლად, თითქმის სამი თვე მოანდომა. ორგანიზაციაში სამუშაოების გაჭიანურებას არამდგრადი ამინდებით ხსნიდნენ და  ყოველ ჯერზე პროექტის მოკლე ვადებში დასრულების პირობას დებდნენ, თუმცა, ქუჩაზე ცხაურების ნაწილი დღემდე არ არის მოწყობილი, ბეტონის ფილების ნაწილი კი ტროტუარებზე ყრია.

ასათიანის ქუჩა წყლის სისტემის რეაბილიტაციის გამო 2015 წლის გაზაფხულზე დაზიანდა. მას შემდეგ ქუჩაზე გზა არ დაგებულა. მერია, მოსახლეობის პროტესტის შემდეგ, პერიოდულად აგებდა დროებით საფარს. მისი კაპიტალური შეკეთება კი ამ დრომდე არ მომხდარა.  ქუჩაზე ახლაც გზის დიდი ნაწილია ამორტიზებული. 


ამავე თემაზე:


ასათიანის ქუჩის დაუსრულებელი რეაბილიტაცია (ვიდეო)

ინფრასტრუქტურის მინისტრი - ქუთაისში წყლის სისტემის რეაბილიტაცია გაჭიანურდა (ვიდეო)

გზის საფარის შეჩერებული რეაბილიტაცია ასათიანის ქუჩაზე (ვიდეო)

"სამუშაოებს მივატოვებთ"- წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე დასაქმებულების გაფიცვა ქუთაისში (ვიდეო)

"წყალმომარაგების კომპანია" კონტრაქტორ ფირმას ქუთაისში სამუშაოების გაჭიანურებაში ადანაშაულებს


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.