ახალი ამბები
ქუთაისის მერიას 2012-2017 წლებში უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა დაევალა
FaceBook
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობას ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უკანონოდ განთავისუფლებული რვა საჯარო მოხელის სამსახურში აღადგენა დაევალა. ამის შესახებ კვლევა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 14 დეკემბერეს წარმოადგინა.

ორგანიზაციის მიერ წარმოებული კვლევა 2012 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდს მოიცავს. საიამ ამ პერიოდში საჯარო მოსამსახურეების სამსახურიდან გათავისუფლება და ამის თაობაზე წარმოებული სასამართლო დავები შეისწავლა.

"კვლევის პერიოდში 153 საქმეზე დასრულდა წარმოება და კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო 166 საქმის განხილვა კვლავ მიმდინარეობს სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციაში. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებიდან, სასამართლომ სრულად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილა 83 სარჩელი; არ დააკმაყოფილა 61 სარჩელი; საქმე მორიგებით დასრულდა 4 შემთხვევაში; წარმოება შეწყდა 40 შემთხვევაში; ხოლო მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო, განუხილველი დარჩა 19 საქმე.

სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ხუთ სამინისტროს (შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს) დაევალა უკანონოდ გათავისუფლებული 25 საჯარო მოხელის სამსახურში აღდგენა, ხოლო 4 თვითმმართველ ქალაქს (ქუთაისის მერია - 8, თბილისის მერია - 6, თბილისის საკრებულო - 5, ფოთის მერია - 5, რუსთავის მერია - 1) დაევალა ასევე 25 საჯარო მოხელის აღდგენა", - ნათქვამია დოკუმენტში.

თუმცა, კონკრეტულად რომელ წელს მოხდა თანამშრომლის სამსახურიდან განთავისუფლება, რა მიზეზით და რა თანამდებობიდან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ისინი ამ კითხვებზე კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობენ.

"ჩვენ გამოვითხოვეთ, მხოლოდ ის ინფორმაცია რამდენი ადამიანი განთავისუფლდა და სასამართლოს რამდენმა მათგანნმა მიამრთა", - განგვიმარტეს საიაში.

კვლევის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უკანონოდ გათავისუფლებული 25 საჯარო მოხელის სამსახურში აღდგენა დაევალათ.

საიამ საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლებს რეკომენდაციები მისცა რათა უზრუნველყონ საჯარო მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღება, რათა შემცირდეს სასამართლოს მიერ გაუქმებული გადაწყვეტილებების ოდენობა და საჯარო დაწესებულებისათვის დამდგარი უარყოფითი შედეგები.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.