ქუთაისში საახალწლო გარევაჭრობა ნებადართული 24 დღის განმავლობაში
იქნება.
ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებით, გარევაჭრობა ფალიაშვილის ქუჩაზე,
შპს "ფარის" მიმდებარე ტერიტორიაზე და ე.წ. პასაჟებში მიმდინარე წლის
20 დეკემბრიდან 2018 წლის 13 იანვრამდე იქნება ნებადართული.
ადგილობრივი თვითმმართველობა, საახალწლოდ გარევაჭრობის ნებართვას
ყოველწიურად გასცემს.
მათ ვისაც, გარევაჭრობით სარგებლობა სურს, ამის თაობაზე განაცხადი
ქუთაისის მერიაში უნდა შეიტანონ.
ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით,
საახალწლოდ გარევაჭრობის ნებართვაზე მოქალაქეების განაცხადების მიღება
დაწყებულია.
მასალის გამოყენების პირობები