ახალი ამბები
ქუთაისში ახლადრეაბილიტირებული თამარ მეფის ქუჩა დაიტბორა (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში თამარ მეფის ქუჩის მონაკვეთი დატბორილია. ადგილობრივები განმარტავენ, რომ ქუჩაზე წყლის მილი ერთდროულად რამოდენიმე ადგილზეა დაზიანებული. თამარ მეფის ქუჩის პირველი ეტაპის რეაბილიტაცია რამდენიმე კვირის წინ დასრულდა.
მერიის მიერ თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად შპს "დაგი+" გამოვლინდა, რაზეც ბიუჯეტიდან 1 950 000 ლარი დაიხარჯა.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ თამარ მეფის ქუჩაზე ბეტონის საფარის დაგება მას შემდეგ მოხდა, რაც წყალმომარაგების კომპანიამ მათ მიერ შესრულებული სამუშოების დასრულების დოკუმენტაცია წარმოადგინა.
2014 წელს ქუთაისში გზების რებილიტაციაზე თანხები რეგიონული და მუნიციპალური განვითარების ფონდებიდან, ასევე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯა.
რეგიონული განვითრების ფონდიდან ქუთაისში 59 ქუჩის რეაბილიტაციისთვის 8 017 731 ლარი გამოიყო, ხოლო მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 39 ქუჩის კეთილმოწყობისთვის 4 848 174 ლარი დაიხარჯა.
ადგილობრივი ბიუჯეტით გასულ წელს ქუთაისში სულ 5 ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდა, რასაც 396 234 ლარი მოხმარდა.
ასევე, ქუთაისში წყლის სისტემის რეაბილოტაციაზე 27 მილიონი ლარი დაიხარჯა. წელს კი, ამავე პროექტებს, 87 მილიონი ლარი დაემატება.
დეა მანაგაძე

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.